გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: დ. ლემონჯავა
საგანი: მათემატიკა
კლასი: VIII
თემა: პითაგორას თეორემა
დრო: 45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი:
 15.  სსსმ არ არის
გაკვეთილის მიზანი:
  შეძლონ პითგორას თეორემის დასაბუთება, მისი გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადაწტყვეტისას.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  VIII.9
  მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
რომელ შედეგზე/ინდიკატორზე მიმდინარეობს მუშაობა:
  პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურება დაყოფის ან მარტივ ფიგურებამდე   შევსების  ხერხით.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
          რიცხვის კვადრატი, შემოკლებული გამრავლების ფორმულები, კერძოდ, ჯამის კვადრატი (a+b)2
          არითმეტიკული კვადრატულ ფესვის ცნება, კალკულატორის გამოყენება.
          კვადრატული ფართობისა და პერიმეტრის გამოთვლა.
        მართკუთხა სამკუთხედის ფართობის გამოთვლა.

შეფასება და თვითშეფასება: ჯგუფური მუშაობით შევამოწმებ ,,პითგორის თორემის’’ როგორც    გეომეტრიული ფაქტის ცოდნას და მისი გამოყენების უნარს, მარტივი
 ამოცანების ამოსახნელად.
  გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას ანლიტიკური შეფასების რუბრიკით.


რესურსი:  სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კალკულატორი, ბარათები ჯგუფური მუშაობისთვის,
                  მოსწავლეების მიერ მომზადებული პლაკატები,  ჩხირები.

აქტივობა N1  წინარე ცოდნის შემოწმება და ორგანიზაციული საკითხები:
აქტივობის მიზანი:
       10 წუთი 
          შეძლონ რიცხვის კვადრატში აყვანა.
          შემოკლებული გამრავლების ფორმულების გამოყენება, კერძოდ,  (a+b)2
          კვადრატული ფესვის ცნების გამოყენება.
          კვადრატის ფართობის გამოთვლა.
          მართკუთხა სამკუთხედის ფართობის გამოთვლა.
აქტივობის აღწერა:   ფლიფჩარტზე წინასწარ ჩამოწერილ კითხვებზე კითხვა-პასუხით შევამოწმებ   წინარე ცოდნას. ჩხირებზე მოსწავლეთა სახელები იქნება ჩამოწერილი და
  შემთხვევით ამოღებული მოსწავლის სახელით უპასუხებენ შეკიხვებს.
         მოტივაციისთვის: გემბანზე შუაში 12 სიმაღლის ბოძია აღმართული გვინდა გემბანის ბოლოს
        მისი დამაგრება თოკით და რა სიგრძის თოკია ამისთვის საჭირო. მოსწავლის მიერ
        შესრულებული ნახაზი დაფაზე გამოკრული.

აქტივობა N2. პითგორას თეორემის დამტკიცება და გამოყენება  მარტივი ამოცანების ამოხსნისას.    20  წუთი.

მიზანი:  იცოდნენ კავშირი მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის და შეძლონ მისი         
               გამოყენება პრაქტიკულ საქმიანობაში.          
    
აქტივობის აღწერა:    გადათვლის პრინციპით შევქმნი 4 ჯგუფს დავურიგებ უჯრებიან ფურცელზე დახაზულ მართკუთხა სამკუთხედებს     (ვიყენებ ჯიქსოუს მეთოდს)
          პირველ ჯგუფის დავალება იქნება გაზომონ სახაზავით სამკუთხედის გვერდები.
          მეორე ჯგუფი კათეტების კვადრატების ჯამს შეადარებს ჰიპოტენუზის კვადრატს.
          მესამე ჯგუფი სხვა ზომის მართკუთხა სამკუთხედზე შეასრულებს იგივე დავალებას.
          მეოთხე ჯგუფი გააკეთებს დასკვნას მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის კავშირზე.
    გამოთქვამენ ვარაუდს შესაბამის კავშირზე (თვალით დანახულ) რომ იპოტენუზის  კვადრატი  კათეტების  კვადრატების ჯამია მართკუთხა სამკუთხედში.
          მოსწავლის დახმარებით დავამტკიცებთ პითაგორას თეორემას, კვარდარტის ფართობის
     გამოყენებით. პლაკატს წინასწარ გამზადებულს გამოვიყენებთ.
აქტივობა N3 მიღწეული შედეგის გაზომვა
   მიზანი:  პითაგორას თეორემის გაგება-გამოყენების უნარის შემოწმება.             10 წუთი
  აქტივობის აღწერა: ჩავატარებ ჯგუფურ მუშაობას. დავურიგებ წინასწარ გამზადებულ ბარათებს
            სადაც პითაგორას თეორემის გამოყენებით იქნება ამოცანები ამოხსნილი.
             მუშაობის დამთავრების შემდეგ ჯგუფების ლიდერები გააკეთებენ პრეზენტაციას, შესაბამისად
     გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.
    საშინაო დავალება:                                                                                                          5 წუთი
         მივცემ სტანდარტული სახის დავალებასთნ ერთად ისეთ დავალებას, რომელიც მოსწავლეებს მსჯელობის  და ანალიზის უნარს განუვითარებს: გაიაზრონ პითგორას თეორემის შებრუნებული თეორემა, მივუთითებ ინტერნეტ-მისამართს შესაბამის საკითხებზე.
      მომდევნო გაკვეთილზე ვიმსჯელებთ აღნიშნულ საკითხებზე,




ანალიტიკური შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
არადამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
1. პითაგორას თეორემის დამტკიცების უნარი
ვერ ამტკიცებს პითგორას თეორემას
ხარვეზებით ამტკიცებს პითაგორას თეორემას
ხარვეზების გარეშე ამტკიცებენ პითაგორას თეორემას
2. პითაგორას თეორემის გამოყენების უნარი პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას

ამოცანების ამოხსნისას ვერ იყენებს პითაგორას თეორემას

ხარვეზებით ხსნის ამოცანებს და იყენებს პითაგორას თეორემას

უშეცდომოთ ხსნის ამოცანებს და იყენებს პითაგორას თეორემას ამოცანების ამოხსნის დროს.


                                            რეფლექსია
          შეფასების ჯგუფმა განიხილა წარდგენილი გაკვეთილის გეგმა, მოცემული რეკომენდაციები გავითვალისწინე გაკვეთილის ჩატარების დროს. თემატურ გეგმაში მქონდა ცვლილება შეტანილი, რადგან პითაგორას თეორემის დამტკიცების დროს ვიყენებ კვადრატის და მართკუთხა სამკუთხედის ფართობის ფორმულებს, ამდენად პირველად ვარჩიე მესწავლებინა ფიგურათა ფართობები და შემდეგ შემეთავაზებინა პითაგორას თეორემის დამტკიცება.
    ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს შესძლებოდათ პითაგორას თეორემის დამტკიცება  და გამოყენება ამოცანების ამოხსნის დროს.
    სრულად შევძელით წინასწარი ცოდნის გააქტიურება, რაც აუცილებელი იყო თეორემის დამტკიცებისთვის.  მოსწავლეებმა თავად დაამზადეს რესურსები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მოტივაციაზე. წარმოდგენილი ნახაზებით და ჩემი მინიშნებებით ადვილად შეძლეს პითაგორას თეორემის დამტკიცება. გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების ეფექტურობის შედეგია, რომ პითაგორას თეორემის გამოყენებით ამოხსნეს სხვადასხვა ამოცანა, რაც ჯგუფური მუშაობის დროს გამოვლინდა. ვთვლი შედეგი იყო დამაკმაყოფილებელი.
            გაკვეთილის გეგმის მიხედვით განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება არ დამჭირდა. მხოლოდ ვერ მოვახერხე ინტერნეტ რესურსის გამოყენება, რასაც მომავლისთვის გავითვალისწინებ.

   

Comments

Popular posts from this blog