Thursday, November 24, 2016

                                  სილამაზე და მათემატიკა

რა არის სილამაზე, რომელსაც ვეხებით , ვხედავთ და მოგვწონს? ან რა მათემატიკური კავშირი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის დეენემის მოლეკულასთან მზესუმზირის მარცვლებს?
მათემატიკას იმაზე მეტი კავშირი აქვს ყველაფერთან ვიდრე წარმოგვედგინა. თვით სილამაზეც შეიძლება მათემატიკურ ფორმულამდე დავიდეს. რა არის სილამაზის ფორმულა? როგორ გამოვიანგარიშოთ ის? მეცნიერტა ენაზე ამას ოქროს პროპორცია ჰქვია რაც ნიშნავს ერთი მთლიანობის გაყოფას ისეთ ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირედი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს. რიცხვი რასაც გაყოფით ვირებთ ყოველთვის უდრის 0.618ს




ეს მიმდევრობა ანტიკურ ხანაში ჩამოყალიბდა და გაღვივდა ინტერესი მეცამეტე საუკუნეში, როდესაც იტალიელმა მათემატიკოსმა ლეონარდოდელიზამ ანუ ფიბონაჩიმ გამოსცა წიგნი რიცხვების შესახებ სადაც იგი ასეთ მიმდევრობას გვთავაზობს: 






ეს წყობა ოქროს მართკუთხედებსა და ოქროს სპირალებს ქმნის. ამ პროპორციას ჩვენს ირგვლივ უამრავი რამე ემორჩილება და ქმნის სილამაზეს. 
პირველ რიგში ეს კარგად ჩანს ადამიანის აგებულებაში:
გაზომეთ მანძილი ჭიპიდან იატაკამდე. მიღებული რიცხვი თქვენს სიმაღლეზე გაყავით თუ მირებული რიცხვი დაახლოებით მაინც ტოლია 0.618–ის ესე იგი თქვენი პროპორცია იდეალურია 








ადამიანის დეენემის მოლეკულა ოქროს კვეთის პროპორციებს პასუხობს თავისი სსპირალური სტრუქტურიტა და ფორმით. 

ბუნებაში ეს ციფრები სპირალის სახით გვხვდება და ვლინდება გირჩის აგებულებაში მზესუმზირის მარცველების ტანმიმდევრულ წყობასა და ტოტებზე ფოთლების თანმიმდევრულ განლაგებაში.

დადასტურდა, რომ ოქროს კვეთის პროპორციულობა სასიამოვნოა თვალისთვის და ჰარმონიულობას ქმნის

ეგვიპტელები ამ პროპორციის მიხედვით 5000 წლის წინათ აგებდნენ პირამიდებს . პირამიდებში საფუძვლის სიგრძის შეფარდება სიმაღლესტან შეადგენს ოქროს კვეთის პროპორციას. 


თავად ტერმინი "ოქროს კვეტა" მხატვარმა ლეონარდო დავინჩმა შემოიღო. მან დაასკვნა, რომ ადამიანის სხეულის ნაწილები ამ პრინციპით უკავშირდება ერთმანეთს. მხატვარმა ცნობილ "მონა ლიზაში" გამოიყენა ოქროს მართკუთხედი 


საინტერესოა ოქროს კვეთა ლიტერატურაში. შოთა რუსტაველის "ვეფხისტყაოსანის" უნიკალურობა კიდევ ერტხელ დასტურდება როდესაც ვიგებთ, რომ პოემის 1662 სტროფიდან 863 ამ პრინციპით არის დაწერილი. 

მუსიკა დამყარებულია ოქტავაზე 8 თეთრი და 5 შავი კლავიში სულ 13. მოცარტის უნიკალური ნაწარმოებები ოქროს კვეთის პრინციპით იქმნებოდა. რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს გაუცნობიერებლად ხდებოდა. აქედან კიდევ ერთი დასკვნა: ოქროს კვეთა ჰარმონიულობის ფორმულაა



კვლევებით დადასტურდა, რომ დაწყებული მიკროორგანიზებით და გალაქტიკებით დასრულებული ყველგან ვლინდება ოქროს კვეთა როგორც ფორმის განმსაზღვრელი .

ოქროს პროპორცია, როგორც ბუნების კანონზომიერება, ჩვენს ურთიერთობებშიც ვლინდება. ყოველთვის ვცდილობთ მოვძებნოთ ყველა ურთიერთობაში ის იდიალური ზღვარი, რასაც ოქროს შუალედს ვუწოდებთ.

Comments

Popular posts from this blog

გაკვეთილის გეგმა